ანდრეა სტრამაჩონი: "ინტერმა" ძალიან დასანანი გოლი გაუშვა

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" მთავარი მწვრთნელი ანდრეა სტრამაჩონი სერია A-ს XIV ტურში სტუმრად "პარმასთან" მისი გუნდის მარცხს კანონზომიერად მიიჩნევს.

26 ნოემბერს გამართულ მატჩში მასპინძლებმა მილანელებს მინიმალური ანგარიშით - 1:0 სძლიეს.

თამაშის შემდეგ "ნერაძურის" დამრიგებელს ვერაფრით აეხსნა, თუ რატომ ჩაატარეს მისმა შეგირდებმა მეორე ტაიმი ასე სუსტად.

"ვერ ვიტყოდი, რომ "ინტერმა" თამაში ცუდად დაიწყო. ვცდილობდით, რომ თამაშის სადავეები თავიდანვე ხელთ გვეგდო და გარკვეულწილად ეს შევძელით კიდეც.

კი ბატონო, ბიაბიანიმ არაერთი პრობლემა შეგვიქმნა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ურიგოდ ვირჯებოდით.

რაც შეეხება მეორე ტაიმში ჩვენს
თამაშს, ის ამ სეზონში ერთ-ერთი ყველაზე უარესი იყო. ძალიან დასანანი გოლი გავუშვით. იმ ეპიზოდში საშინელი შეცდომა დავუშვით და დავისაჯეთ კიდეც.

მეტი რაღა უნდა ვთქვა? ბოლო დროს ტრავმების მხრივაც აშკარად "გვიმართლებს", თუმცა ამას თავის მართლებად ნუ ჩამომართმევთ",
- ამბობს სტრამაჩონი.

ასევე იხილეთ:

ხავიერ ძანეტი: "ინტერი" გამარჯვებას არ იმსახურებდა
იტალია. სერია A. XIV ტური: "ბებერი ქალბატონის" ლოგიკური მარცხი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული