ფაბიო კვალიარელა მწვრთნელთან კამათის გამო დაისჯება

AutoSharing Option
"მილანთან" მატჩი "იუვენტუსისთვის" ყოველმხრივ წარუმატებელი გამოდგა - გარდა იმისა, რომ ტურინულმა გრანდმა მარცხი იწვნია, გასახდელში მეტად უსიამოვნო ატმოსფერომ დაისადგურა.

კერძოდ, ერთმანეთს გუნდის მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი ანჯელო ალესიო და 29 წლის თავდამსხმელი ფაბიო კვალიარელა დაუპირისპირდნენ.

ფაბიომ ჯერ კიდევ მაშინ გამოხატა უკმაყოფილება, როდესაც შეცვალეს და მოედნიდან გადიოდა. კამერებმა დააფიქსირა, თუ როგორ აიფარა ფაბიომ პირზე მოხვეული ქურთუკი და ისე მიაძახა სიტყვები ალესიოს.

ადვილი მისახვედრი იყო, რომ კვალიარელა მწვრთნელს კარგს არაფერს ეუბნებოდა.

"კორიერე დელო სპორტის" ინფორმაციით, ფორვარდმა უკმაყოფილება გასახდელშიც გამოხატა და მწვრთნელს საჯაროდ
უსაყვედურა, რასაც ცხარე კამათი მოჰყვა.

მართალია, საქმე გაწევ-გამოწევამდე არ მისულა, მაგრამ როგორც ამბობენ, ბევრიც არაფერი უკლდა. აღნიშნული ინციდენტი კლუბის მესვეურებმაც დაადასტურეს და იქვე აღნიშნეს, რომ ფეხბურთელი აუცილებლად დაისჯება.

სასჯელი, სავარაუდოდ, ფინანსური იქნება, თუმცა არც იმას გამორიცხავენ, რომ ფაბიომ ტურინული დერბი გამოტოვოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული