ჟოზე მოურინიო: ყველაზე კარგად თავს "ინტერში" ვგრძნობდი

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად თავს კარგად მილანის "ინტერში" გრძნობდა.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი იტალიურ კლუბს 2008-2010 წლებში წვრთნიდა და მასთან ერთად ყველა შესაძლებელი ჯილდო მოიპოვა.

"ყველაზე კარგად თავს "ინტერში" ვგრძნობდი, - უთხრა მოურინიომ "გაძეტა დელო სპორტს". - არცერთ სხვა კლუბს ჩემთვის ამდენი სიხარული არ მოუნიჭებია. იქ ნამდვილი ოჯახია და მისი ნაწილი სამუდამოდ ვიქნები.

როცა "ინტერს" ვტოვებდი, თვალზე ცრემლი არაერთხელ მომადგა.

იქ გატარებულ ფანტასტიკურ დროს სიამოვნებით ვიხსენებ".


ასევე იხილეთ:
აიტორ კარანკა: ჟოზე მოურინიო ბოლომდე იხარჯება
"რეალისთვის"

ესპანეთი. ლა ლიგა. XIII ტურის შეჯამება: ვემზადებით, "რეალის" დასამარცხებლად!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული