15 წლის ტალანტი სერია A-ში? "მილანი" ჰაშიმ მასტურისთვის თამაშის უფლებას ითხოვს [VIDEO]

AutoSharing Option
"მილანის" ახალგაზრდულ გუნდში ერთი განსაკუთრებულად ნიჭიერი ფეხბურთელი ირიცხება, ჰაშიმ მასტური.

15 წლის ვუნდერკინდს მაროკოული ფესვები აქვს, თუმცა იტალიაშია დაბადებულ-აღზრდილი და ამ ქვეყნის მოქალაქეა.

ჰაშიმი "მილანის" იუნიორთა გუნდის ნამდვილი ლიდერია და როგორც აპენინელი ჟურნალისტები ამბობენ, მოედანზე სასწაულებს სჩადის.

რაც უნდა საოცარი იყოს, მასტურის "მილანის" მთავარ გუნდში დაწინაურება იგეგმება და თუ კლუბის მესვეურებს ამის საშუალება მიეცათ, ჰაშიმი მასიმილიანო ალეგრის განკარგულებაში უკვე მიმდინარე სეზონში იქნება.

ხელისშემშლელი ფაქტორი ის გახლავთ, რომ "ლეგა კალჩოს" წესდების თანახმად, სერია A-ში 16 წლამდე ფეხბურთელებს თამაში ეკრძალებათ.

მასტური 16-ის
მხოლოდ ივნისში გახდება; არადა, ალეგრის მისი საქმეში ნახვა იანვრიდან სურს.

VideoSportall.Ge
ჰაშიმ მასტური - მილანის მომავალი ვარსკვლავი


ამ თემაზე კომენტარი კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ გააკეთა:

"ჰაშიმ მასტური გასაოცარი ტალანტის მქონე ფეხბურთელია, რომლის მსგავსიც არავინ მინახავს. მას უკვე შეუძლია სერია A-ში თამაში და დიდი სურვილიც გვაქვს, რომ მიმდინარე სეზონში მთავარ გუნდში გადავიყვანოთ.

მართალია, ასაკი ხელს არ უწყობს, მაგრამ იქნებ გამონაკლისი დავუშვათ. ამის შესახებ ფედერკალჩოში განცხადების გაგზავნას ვაპირებთ და იმედია, სასურველ პასუხს მივიღებთ.

ჰაშიმისთვის თამაშის უფლების მინიჭებით არა მარტო "მილანი", მთლიანად იტალიური ფეხბურთი მოიგებს".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული