ანტონიო ნოჩერინო "მილანიდან" წასვლას არ აპირებს

AutoSharing Option
"მილანის" ნახევარმცველის, ანტონიო ნოჩერინოს აგენტმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბს არ დატოვებს.

"არ მგონია, რომ ნოჩერინომ "მილანი" დატოვოს. მას გრძელვადიანი კონტრაქტი აქვს კლუბთან და მან სულ ახლახან დაიმკვიდრა ადგილი ძირითად შემადგენლობაში.

ანტონიო, როგორც გუნდის სხვა ფეხბურთელები, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა "მილანის" გადაწყობის შემდეგ, თუმცა შემდეგ საკუთარ ძალებში რწმენა დაიბრუნა",
- თქვა მარკო სომელამ.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული