ადრიანო გალიანი: "მილანი" საბრძოლო განწყობაზეა [VIDEO]

AutoSharing Option
"მილანის" ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ "კატანიასთან" (3:1) იტალიის ჩემპიონატის მე-15 ტურში "როსონერის" მოგების შემდეგ განაცხადა, რომ გუნდი საბრძოლო განწყობაზეა.

"მილანი" მატჩიდან მატჩამდე უმატებს. უბრალოდ, ცუდია, ამდენი დრო რომ დავკარგეთ.

ამ დროისთვის "მილანი" საბრძოლო განწყობაზეა და გუნდში არის ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც იმდენივე გოლი გააქვს, რამდენიც იბრაჰიმოვიჩს გაჰქონდა.

გარდა ამისა, "კატანიასთან" მატჩში ბრწყინვალე გოლი გაიტანა ბოატენგმა. ეს ბიჭი ბევრს შრომობს",
- თქვა გალიანიმ.

VideoSportall.Ge
კატანია - მილანი 1:3


მომზადებულია Tmw-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული