მიროსლავ კლოზე მხოლოდ ერთ კვირას იუქმებს

AutoSharing Option
"გაძეტა დელო სპორტმა" "ლაციოს" გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო ინფორმაცია გაავრცელა - გასულ უქმეებზე დაშავებული მიროსლავ კლოზეს ტრავმა იმაზე უფრო მსუბუქი გამოდგა, ვიდრე ეს თვით ექიმებს წარმოედგინათ.

დეტალური გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ 34 წლის ფორვარდი მხოლოდ ერთ კვირას იუქმებს და სერია A-ს მაქსიმუმ ერთ პაექრობას გამოტოვებს. აღნიშნულ თემაზე კომენტარი თვითონ მირომ გააკეთა:

"ერთი სული მქონდა, როდის გავიგებდი საბოლოო დიაგნოზს და შვებით ამოვისუნთქე. დეტალურმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ მოედანს ერთ კვირაში დავუბრუნდები, რამაც ძალიან გამახარა.

ამ ორ დღეში გულშემატკივართა არაერთი წერილი მივიღე, რამაც ძალიან გამამხნევა.
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ "ლაციოში" გადმოსვლით აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მივიღე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული