ამ ამბავმა "ლაციოს" 27 წლის ნახევარმცველის ყურამდეც მიაღწია და ბუნებრივია, რომ ჟურნალისტებმა მას პოზიციის დაფიქსირება სთხოვეს. თავად ერნანესმა არა, მაგრამ მისმა პირადმა აგენტმა შემდეგი განაცხადა:
"ჯერჯერობით პარიზიდან არავინ შეგვხმიანებია, მაგრამ ფრანგული კლუბის ერნანესისადმი ინტერესის შესახებ კულუარებიდან მეც შევიტყვე.
მითხრეს, რომ ოფიციალურ შეთავაზებას რომაული კლუბის მესვეურები უახლოეს პერიოდში მიიღებენ და ვნახოთ, გამართლდება თუ არა ეს ამბავი.
თუ "ლაციო" ერნანესის გასხვისებას გადაწყვეტს, ბუნებრივია, რომ პარიზელთა შეთავაზებაზე ჩვენც
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"