პაოლო მალდინი: "მილანისგან" ამ სეზონში წარმატებას ტყუილად მოელით

AutoSharing Option
"მილანისა" და მთლიანად იტალიური ფეხბურთის ლეგენდა პაოლო მალდინი მიიჩნევს, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლას მხოლოდ პირველი სამეულის გუნდები შეძლებენ.

"არ ვფიქრობ, რომ გუნდები, რომლებიც ამჟ
ამად "მილანზე" წინ არიან, რამეს დათმობენ. "ფიორენტინა", "რომა" და "ლაციო" ამ სეზონში კონკურენტუნარიანები არიან და "მილანს" მათი გადასწრება ძალიან გაუჭირდება.

სკუდეტო? ეს სამი კლუბის: "იუვენტუსის", "ინტერისა" და "ნაპოლის" გასაყოფია. "როსონერი" ამ სეზონში დიდი მიღწევებით ვერ დაიკვეხნის.

ცვლილებები, რომლებიც სეზონის წინ გუნდში განხორციელდა, მეტისმეტად კარდინალური იყო. ახლა კლუბს მოთმინება მართებს", -
აქვეყნებს მალდინის სიტყვებს
goal.com.

პაოლომ "მილანის" ფორვარდი სტეფან ელ შაარავი შეაქო, რომელმაც უკვე 13 გოლის გატანა მოასწრო და სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირია.

"ელ შაარავი თავის კლასს წარმოაჩენს. ის თანამედროვე ფეხბურთელია, რომელიც საქმეს დაცვაშიც აკეთებს და თავდასხმაშიც.

რა დაგიმალოთ და, არ მეგონა, თუ ამდენ გოლს გაიტანდა",
- თქვა მალდინიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული