"არ ვფიქრობ, რომ გუნდები, რომლებიც ამჟამად "მილანზე" წინ არიან, რამეს დათმობენ. "ფიორენტინა", "რომა" და "ლაციო" ამ სეზონში კონკურენტუნარიანები არიან და "მილანს" მათი გადასწრება ძალიან გაუჭირდება.
სკუდეტო? ეს სამი კლუბის: "იუვენტუსის", "ინტერისა" და "ნაპოლის" გასაყოფია. "როსონერი" ამ სეზონში დიდი მიღწევებით ვერ დაიკვეხნის.
ცვლილებები, რომლებიც სეზონის წინ გუნდში განხორციელდა, მეტისმეტად კარდინალური იყო. ახლა კლუბს მოთმინება მართებს", - აქვეყნებს მალდინის სიტყვებს
პაოლომ "მილანის" ფორვარდი სტეფან ელ შაარავი შეაქო, რომელმაც უკვე 13 გოლის გატანა მოასწრო და სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირია.
"ელ შაარავი თავის კლასს წარმოაჩენს. ის თანამედროვე ფეხბურთელია, რომელიც საქმეს დაცვაშიც აკეთებს და თავდასხმაშიც.
რა დაგიმალოთ და, არ მეგონა, თუ ამდენ გოლს გაიტანდა", - თქვა მალდინიმ.