ფაბიო კანავარო 2014 წელს შესაძლოა იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდეს

AutoSharing Option
ყოფილმა იტალიელმა მცველმა ფაბიო კანავარომ შესაძლოა 2014 წელს იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჩეზარე პრანდელი შეცვალოს. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა Tuttosport ავრცელებს.

39 წლის ფაბიო, რომელმაც კარიერა გასულ წელს დაასრულა, მწვრთნელის კურსებს გადის.

კანავარო ლიცენზიას, რომელიც მას სერია A-სა და ნაკრების თავკაცობის უფლებას მისცემს, 2013 წლის ივნისში აიღებს.

აქვე გეტყვით, რომ პრანდელის კონტრაქტის ვადა იტალიის ფეხბურთის ფედერაციასთან 2014 წელს მთავრდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული