"მილანის" ბრაზილიელები სამშობლოში ბრუნდებიან

AutoSharing Option
"პესკარასთან" მატჩის შემდეგ, მასიმილიანო ალეგრიმ დანანებით განაცხადა, რომ რობინიოს "მილანის’ დატოვება და სამშობლოში დაბრუნება სურს.

მწვრთნელმა იქვე დაამატა, ვეცდებით, აზრი შევაცვლევინოთ, მაგრამ არა მგონია, ამან შედეგი გამოიღოსო.

იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი ამჟამად ბრაზილიაშია და იქაურ კლუბებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

"გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, გალიანი არა მარტო რობინიოს, ალეშანდრე პატოს თაობაზეც აწარმოებს მოლაპარაკებებს და სურს, რომ ამ ზამთარს ბრაზილიელი შემტევები რაც შეიძლება სარფიანად გაასაღოს.

მაგალითად, უკვე გაცხად
და, რომ "კორინთიანსი" მზადაა, ალეშანდრეს სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაიხადოს და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, მილანელები ამ წინადადებას დათანხმდებიან.

რაც შეეხება რობინიოს, სხვადასხვა ცნობით, მისი გადაბირება "ატლეტიკო მინეიროს", "ფლუმინენსეს", "გრემიოს" და "ფლამენგოს" სურთ. თავად რობინიოს ყველაზე მეტად "სანტოსში" უნდა გადასვლა, მაგრამ ამ კლუბისგან ჯერჯერობით არაფერი ისმის.

ამასობაში "მილანთან" დაკავშირებით კიდევ ერთი ინფორმაცია გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ლომბარდიული გრანდი დიდიე დროგბას გადაბირებით დაინტერესდა.

წინა ნომერში გამცნეთ, რომ ტურინელებმა 34 წლის კოტ დ'ივუარელის დამატებაზე ხელი აიღეს და როგორც ჩანს, ამით მილანელებს გზა გაუხსნეს.

ცნობილია, რომ დიდიე გასამრჯელოდ სოლიდურ თანხას ითხოვს, მაგრამ როდესაც ასეთი ფორვარდის დამატება უფასოდ შეგიძლია, ამ მსხვერპლზე წასვლა ნამდვილად შეიძლება.

მით უმეტეს, დიდი ალბათობით, "როსონერის" ორი ბრაზილიელი შემტევი დატოვებს და თავდასხმაში ვაკუუმი იქმნება. ვნახოთ, რა გაგრძელება ექნება ამ ამბავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჭორები !
Milaneli
14:23 19-12-2012
0

სიახლეები პოპულარული