"გუნდს ახალგაზრდა ფეხბურთელების გარშემო ვაშენებთ, იმიტომ, რომ იტალიას ამჟამად ასე სჭირდება. ჩვენი ახალი სლოგანია: "არ იყიდო ტოპ-ფეხბურთელები, არამედ შექმენი ისინი". ეს ჩვენი მთავარი ამოცანაა.
თან ეს კარგად გამოგვდის. ძირითადად, 22-23 წლის ფეხბურთელებს ვაკვირდებით და ზუსტად მათ შეძენას შევეცდებით.
ეს განახლებული "მილანის" პირველი წელია და იმედი მაქვს, რომ ძველ დიდებას დავიბრუნებთ", - აღნიშნა გალიანიმ.
შეგახსენებთ, რომ სერია ა-ს სატურნირო ცხრილში "მილანი" მე-7 პოზიციას იკავებს.