ადრიანო გალიანი: ამიერიდან აქცენტს ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გავაკეთებთ

AutoSharing Option
"მილანის" ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ განაცხადა, რომ ამიერიდან კლუბი მხოლოდ ახალგაზრდა ფეხბურთელებს იყიდის.

"გუნდს ახალგაზრდა ფეხბურთელების გარშემო ვაშენებთ, იმიტომ, რომ იტალიას ამჟამად ასე სჭირდება. ჩვენი ახალი სლოგანია: "არ იყიდო ტოპ-ფეხბურთელები, არამედ შექმენი ისინი". ეს ჩვენი მთავარი ამოცანაა.

თან ეს კარგად გამოგვდის. ძირითადად, 22-23 წლის ფეხბურთელებს ვაკვირდებით და ზუსტად მათ შეძენას შევეცდებით.

ეს განახლებული "მილანის" პირველი წელია და იმედი მაქვს, რომ ძველ დიდებას დავიბრუნებთ",
- აღნიშნა გალიანიმ.

შეგახსენებთ, რომ სერია ა-ს სატურნირო ცხრილში "მილანი" მე-7 პოზიციას იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული