"ეს ძალიან უცნაური მატჩი იყო. ჩვენ შეგვეძლო ინიციატივის ხელში აღება, მაგრამ ამის ნაცვლად კუთხურიდან ბურთი საკუთარ კარში მივიღეთ.
ამის შემდეგ შეგვეძლო მოედანზე სიტუაციის გამოსწორება, მაგრამ მეტოქემ უმალვე გააორმაგა უპირატესობა.
საერთოდ, განსაკუთრებით დაცვაში თამაშის გამოსწორება გვმართებს, თუმცა, ვაღიარებ, სერიოზული შეცდომები ამჯერად არ დამინახავს. რაც შეეხება შეტევაში ჩვენ გარჯას, ამ რგოლში ძალზე არაორგანიზებულად გამოვიყურებოდით", - აქვეყნებს ალეგრის სიტყვებს "Football Italia".
"არასაკმარისად
მეტოქე ქებას იმსახურებს. ზემანის გუნდის წინააღმდეგ თამაში იოლი არ იყო. "რომა" სერია A-ს ერთერთი საუკეთესო გუნდია.
ის, რომ ცხრილში ამ გუნდის მეზობლად ვართ, მახარებს. არ დაგავიწყდეთ, რომში სათამაშოდ ჩასულებს აქტივში ბოლო ხუთ მატჩში ოთხი მოგება და ერთი ფრე გვქონდა.
სეზონის მეორე ნახევარში ჩვენ შევძლებთ უფრო მაღალ საფეხურებზე ანაცვლებას", - დასძინა "როსონერის" თავკაცმა.
იტალიის ჩემპიონატის 18-ე ტურის შემდეგ "რომა" 32 ქულით სატურნირო ცხრილის მეექვსე პოზიციას იკავებს, "მილანი" კი 27 ქულით მეშვიდეა.
Video
რომა - მილანი 4:2
რომა - მილანი 4:2
ასევე იხილეთ:
იტალია. სერია A. XVIII ტურის წინ: რომი სანახაობის მოლოდინში