ანტონიო კონტემ ფაბიო კაპელოს რეკორდი დაამხო

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსს" "კალიარისთან" სტუმრად გამარჯვებამ (3:1) "ბებერ ქალბატონს", კალენდარული წლის განმავლობაში დაგროვილი ქულების რაოდენობის მხრივ, სერია A-ში რეკორდის გაუმჯებესების საშუალება მისცა.

იტალიის მოქმედმა ჩემპიონებმა 2012 წელს 94-ე ქულა მიითვალეს, რითაც 2005 წელს დაფიქსირებული თავიანთი საკლუბო მიღწევა გააუმჯობესეს.

მაშინ ტურინულმა გუნდმა, რომელსაც ფაბიო კაპელო წვრთნიდა, 93 ქულას მოუყარა თავი.

"დღეს ჩვენი სპორტული მრისხანება სრულებით გამოვავლინეთ, რამაც დაგვაგროვებინა კიდეც 94 ქულა წლის განმავლობაში.

მე მხოლოდ იმას ვთხოვ ჩემ ფეხბურთელებს, რომ ამავე სულისკვეთებით გააგრძელონ თამაში",
- აქვეყნებს "იუვენტუსის" თავკაცის ანტონიო კონტეს სიტყვებს ფიფას
ოფიციალური საიტი.

მომდევნო შეხვედრას "იუვენტუსი" სერია A-ში 6 იანვარს, "სამპდორიას" წინააღმდეგ გამართავს, იქამდე კი "ბებერი ქალბატონი" სატურნირო ცხრილში დამაჯერებლად ლიდერობს და უახლოეს მდევარ რომის "ლაციოს" 8 ქულით უსწრებს.

ასევე იხილეთ:
მასიმილიანო ალეგრი: "რომასთან" წაგებულ მატჩში "მილანის" შეცდომები ვერ დავინახე [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული