ტურინის "იუვენტუსმა" დორია შეიძინა

AutoSharing Option
ლუსიოს ბრაზილიაში დაბრუნების შემდეგ ტურინის "იუვენტუსმა" მისი შემცვლელი მალე მონახა.

"ბებერმა ქალბატონმა" "ბოტაფოგოდან" 18 წლის დორია შეიძინა. ტანმაღალი (1.88 მ) ცენტრალური მცველი გუნდს უკვე იანვარში შეუერთდება და 4,5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, მისი ყოფილი კლუბი კი 6 მილიონ ევროს მიიღებს.

დორიას შეძენა ტურინელებს ზაფხულშიც სურდათ, მაგრამ ტრანსფერი მხოლოდ ახლა განხორციელდა.

თინეიჯერმა ფეხბურთელმა ბრაზილიის ახლად დასრულებულ ჩემპიონატში თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა და დებიუტანტის კვალობაზე მშვენივრად გაისარჯა. სულ დორიამ სერია A-ში 20 მატჩში ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული