სენსაცია: "იუვენტუსმა" ტურინში წააგო

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის მე-19 ტურის მთავარი სენსაცია ტურინში მოხდა, სადაც ლიდერმა "იუვენტუსმა" 10-კაციან "სამპდორიასთან" 1:2 წააგო.

არადა, თავიდან "იუვე" იგებდა, გოლი პენალტით სებასტიან ჯოვინომ გაიტანა, მაგრამ მეორე ტაიმში დუბლი შეასრულა გენუელმა მაურო იკარდიმ.

32-ე წუთიდან "სამპდორია" 10 კაცით თამაშობდა, ბერარდი გააძევეს.

ტურში "ინტერმა" სტუმრად "უდინეზესთან" წააგო - 0:3, ხოლო "ფიორენტინამ" შინ "პესკარასთან" - 0:2.

ასევე იხილეთ:
"ინტერმა" 2013 წელი სამარცხვინოდ დაიწყო


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული