ფაბიო კანავარო: "იუვენტუსი" იტალიაში უძლიერესი გუნდია

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი ფაბიო კანავარო მიიჩნევს, რომ დღეისათვის ქვეყნის საუკეთესო გუნდი ტურინის "იუვენტუსია".

კანავარო ამტკიცებს, რომ "სამპდორიასთან" მარცხი შემთხვევითობა იყო და "ბებერი ქალბატონი" მალევე დაიწყებს გამარჯვებებს.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონი "იუვემ" ისე მოიგო, რომ თამაში არ წაუგია. ახლა კი 5 ქულით უსწრებს მეორეადგილოსანს.

"სერია ა-ში "იუვენტუსი" ყველაზე ძლიერი გუნდია. ტურინელები მენტალურად ძლიერები არიან, ამიტომ ამ მარცხს იოლად გადაიტანენ. როცა კიელინის დარი ფეხბურთელი ვერ თამაშობს, პრობლემები იქმნება, თუმცა "იუვე" ამ სიძნელეებს აუცილებლად დაძლევს".

ასევე იხილეთ:
ფაბიო კანავარო 2014 წელს შესაძლოა
იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული