სერია A-ში მეორე ადგილი და იტალიის თასის ნახევარფინალში გასვლა ამის ნათელი დადასტურებაა. არც ევროპის ლიგის გათამაშება უნდა დაგვავიწყდეს, სადაც "ბიანკოჩელესტე" პლეი ოფშია გასული. "კორიერე დელო სპორტი" კლუბის პრეზიდენტ კლაუდიო ლოტიტოს გაესაუბრა - მის პასუხებს თემების მიხედვით გთავაზობთ...
პრიორიტეტული მიზანი
ბევრს ჰგონია, რომ იტალიის თასი ჩვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი ტურნირია, მაგრამ ასე ნამდვილად არაა. კარგად მახსოვს, რა ატმოსფერო იყო "სტადიო ოლიმპიკოზე", როდესაც ფინალში
ტრანსფერები: სარატე და ლამპარდი
"ლაციოს" წარმატების ფორმულა არა ინდივიდუალურად ძლიერ ფეხბურთელებში, არამედ გუნდურ სულისკვეთებაში და ერთიანობაშია. ფრენკ ლამპარდი "ჩელსის" დატოვებას აპირებს და ვიცი, რომ მის მომავალს "ლაციოსაც" უკავშირებენ, მაგრამ ჯერჯერობით ეს მხოლოდ ჭორებია.
ინგლისელი უძლიერესი მოთამაშეა, მაგრამ ჯერ უნდა გავიაზროთ, ჩაჯდება თუ არა "ლაციოს" მონახაზში - არ ვაპირებ ფეხბურთელის გადაბირებას მხოლოდ იმიტომ, რომ ამით მსოფლიო საფეხბურთო სამყარო გავაოცო და ავალაპარაკო. ჩვენ გუნდის რეალური გაძლიერება გვინდა და ამიტომ თითოეულ ასეთ საკითხზე მეტი ფიქრი გვმართებს.
დღეს ლამპარდი ჩვენ გეგმებში არ შედის და რა იქნება ხვალ, რთული სათქმელია. ერთი სიტყვით, მსოფლიოს გაოცებას თამაშით ვაპირებთ და არა ტრანსფერებით.
რაც შეეხება მაურო სარატეს, მას წასვლა მოუწევს და იმედია, ეს საკითხი მალე გადაწყდება. სამწუხაროდ, არგენტინელი ვერაფრით ჩაჯდა ვლადიმირ პეტკოვიჩის ტაქტიკა-სტრატეგიაში და ამ შემთხვევაში სრულიად უძლური ვარ. არადა, მაუროს დარი ტალანტი ბევრი ნამდვილად არ გვყავს.
მწვრთნელი
ვლადიმირ პეტკოვიჩის მუშაობით ძალიან კმაყოფილი ვარ და სხვაგვარად არც შეიძლება იყოს. მისი წარმატების მთავარი საიდუმლო იმაშია, რომ ყველაზე და ყველაფერზე წინ გუნდის ინტერესებს აყენებს.
შეეძლო უარი თქვა ედუარდო რეიას მიერ დანერგილ ტაქტიკა-სტრატეგიაზე, რეფორმები გაეტარებინა და თავის იმიჯზე ეზრუნა, მაგრამ ამ ყველაფერზე უარი თქვა. რეიას გუნდი სწორი მიმართულებით მიჰყავდა, ვლადიმირმა კი ყოველგვარი არაჯანსაღი ამბიციის გარეშე, აღებული კურსი გააგრძელა.
შედეგად, მივიღეთ უფრო ძლიერი "ლაციო", ვიდრე თუნდაც ერთი წლის წინ იყო. ბედნიერი ვარ, რომ არჩევანი პეტკოვიჩზე შევაჩერე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
იტალიის თასი. 1/4-ფინალი: "ლაციოს" იოლი გამარჯვება