ტურინელებმა ბილბაოს "ატლეტიკს" უკვე მიმართეს წინადადებით, ისინი 27 წლის ფორვარდში, რომელიც ნახევარ წელში თავისუფალი აგენტი ხდება, 4 მილიონ ევროს იხდიან. ბილბაო დამატებით 300 ათას ევროს მიიღებს, თუკი "იუვე" იტალიის ჩემპიონი გახდება.
ბასკებს მოსაფიქრებლად ცოტა დრო აქვთ - პარასკევამდე. მერე კი "იუვენტუსი" ჩირო იმობილეს ტრანსფერზე იმუშავებს.
შეგახსენებთ, რომ უკვე მიღწეულია კლუბებს შორის შეთანხმება, რომლის თანახმადაც "მეფე ლომი" ზაფხულში "იუვენტუსში" გადავა.
ასევე იხილეთ:
"ბილბაომ" დაადასტურა: ფერნანდო ლორენტე "იუვენტუსში"