კაკა მილანში გაფრინდა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" 30 წლის ნახევარმცველ კაკას "სამეფო კლუბიდან" წასვლის შესახებ ხმები ბოლო წლებია, არ წყდება. მას მერე, რაც "ოსასუნასთან" მატჩში კაკამ თავი 18 წუთში ორი ყვითელი ბარათის მიღებით "გამოიჩინა", ესპანეთიდან მისი წასვლა უფრო სავარაუდო გახდა.

ესპანური მედია ავრცელებს კაკას კომენტარს, მისი "მილანში" შესაძლო დაბრუნების შესახებ:

"ჩემთვის "რეალში" დელიკატური სიტუაცია შეიქმნა. თუ "რეალი" და "მილანი" შეთანხმდებიან, მაშინ მე მზად ვარ წავიდე გარკვეულ მსხვერპლზე, რომ ეს ტრანსფერი განხორციელდეს", - განაცხადა ბრაზილიელმა.

კაკა მსხვერპლის გაღებაში, სავარაუდოდ, ხელფასის შემცირებას გულისხმობდა.

კაკამ ჟოზე მოურინიოს მიერ
გამოცხადებული 2-დღიანი შვებულებით ისარგებლა და მილანში რობინიოს სანახავად გაფრინდა.

ამავე დროს, ბრაზილიის ნაკრებში კაკას ყოფილი თანაკლუბელი რონალდო არ გამორიცხავს, რომ "რეალის" ნახევარმცველი სამშობლოში დაბრუნდეს და "ფლუმინენსეში" გადავიდეს.

ასევე იხილეთ:
კაკა ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბრაზილიელი ბომბარდირია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული