ტურინში დაბადებულმა და გაზრდილმა კლაუდიომ, რომელიც "ბებერი ქალბატონის" აკადემიის აღზრდილია, გუნდის გულშემატკივრებს სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართა.
"მოლოცვისთვის გმადლობთ! ვცდილობ, ყველა წერილი წავიკითხო, თუმცა იმდენია...
ყოველთვის შევეცდები, თქვენი ნდობა გავამართლო - თამაშში სულსა და გულს ჩავდებ და არასდროს დავნებდები.
დღეს მე 27 წლის გავხდი, აქედან 20 კი "იუვენტუსის" ფორმით გავატარე და ეს დრო ბრწყინვალე გასახსენებელია.
არასდროს დავიღლები იმ ადამიანებისადმი მადლიერების გამოხატვით, რომლებმაც ძალიან ბევრი მომცეს", - დაწერა მარკიზიომ თავის