პოლ პოგბა: მიხარია, რომ დუბლი გავიფორმე [VIDEO]

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველმა პოლ პოგბამ "უდინეზესთან" (4:0) იტალიის ჩემპიონატის 21-ე ტურის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ არ ნერვიულობს იმის გამო, რომ შეხვედრის დაწყება სათადარიგოთა სკამიდან უწევს.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დუბლის შესრულება შევძელი, მაგრამ მიღწეულზე გაჩერება არ შეიძლება.

რაც არ უნდა იყოს, მთავარი გამარჯვებაა. შესაძლოა მომდევნი მატჩში სათადარიგოთა სკამზე ვიყო, თუმცა ეს არ მანერვიულებს. მწვრთნელმა უკეთ იცის გუნდისთვის რა არის უკეთესი",
- თქვა პოგბამ.

VideoSportall.Ge
იუვენტუსი - უდინეზე 4:0


მომზადებულია Tmw-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული