"ჯენოაში" დელ ნერი ბალარდინიმ შეცვალა

AutoSharing Option
"კატანიასთან" საშინაო მარცხის შემდეგ "ჯენოას" მთავარი მწვრთნელი ლუიჯი დელ ნერი პოსტიდან გაათავისუფლეს.

პრეზიდენტმა ენრიკო პრეციოზიმ ახალი მწვრთნელი მალე იპოვა. დელ ნერის 49 წლის დავიდე ბალარდინი შეცვლის, რომელიც 21 იანვარს სეზონის ბოლომდე გათვლილ კონტრაქტს გააფორმებს.

შეგახსენებთ, რომ ბალარდინი 2010/2011 წლების სეზონში უკვე ედგა "ჯენოას" სათავეში, თუმცა განსაკუთრებული წარმატებისთვის არ მიუღწევია. შემდეგ "კალიარი" ჩაიბარა და იქიდანაც უსახელოდ გაათავისუფლეს. სამწვრთნელო ცვლილებასთან დაკავშირებით, გენუური კლუბის პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა:

"მწვრთნელების გათავისუფლება არ მიყვარს, მაგრამ ამ შემთხვევაში სხვა გამოსავალი, უბრალოდ, არ მქონდა. დელ ნერის თავკაცობით გუნდმა
13 შეხვედრა ჩაატარა, რომელთაგან მხოლოდ ერთი მოიგო, ორი ფრედ დაასრულა და ათი წააგო. იმედია, დავიდე ბალარდინი საქმეს გაცილებით უკეთ გაუძღვება"
.

ასევე იხილეთ:
სერია A. XXI ტურის წინ: ძველი მეტოქეები და "ოლიმპიკო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული