გარონეს "სამპდორიას" წინსვლაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი. მან 2002 წელს ენრიკო მანტოვანისგან იყიდა სერია ბ-ში გავარდნილი გუნდი და ისევ ფეხზე დააყენა. გარონე ნავთობკომპანია ერგ-ის აღმასრულებელი დირექტორი იყო, რომელიც მისი ოჯახის საკუთრებაა.
შეგახსენებთ, რომ შარშან გენუური კლუბი იტალიური ფეხბურთის ელიტას დაუბრუნდა. ვინ შეცვლის გარონეს კლუბის პრეზიდენტის პოსტზე, ჯერ უცნობია.
ასევე იხილეთ:
გენუის "სამპდორიამ" მაქსი ლოპესს ორი კვირის ხელფასი ჩამოაჭრა