გენუის "სამპდორიას" პრეზიდენტი გარდაიცვალა

AutoSharing Option
იტალიაში გარდაიცვალა გენუის "სამპდორიის" პრეზიდენტი რიკარდო გარონე. ის 77 წლის იყო.

გარონეს "სამპდორიას" წინსვლაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი. მან 2002 წელს ენრიკო მანტოვანისგან იყიდა სერია ბ-ში გავარდნილი გუნდი და ისევ ფეხზე დააყენა. გარონე ნავთობკომპანია ერგ-ის აღმასრულებელი დირექტორი იყო, რომელიც მისი ოჯახის საკუთრებაა.

შეგახსენებთ, რომ შარშან გენუური კლუბი იტალიური ფეხბურთის ელიტას დაუბრუნდა. ვინ შეცვლის გარონეს კლუბის პრეზიდენტის პოსტზე, ჯერ უცნობია.

ასევე იხილეთ:
გენუის "სამპდორიამ" მაქსი ლოპესს ორი კვირის ხელფასი ჩამოაჭრა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული