აშენდა შენი ოჯახი!.. ვესლი სნეიდერმა უნდა დაიტრაბახოს, კონტრაქტი გავაფორმეო

AutoSharing Option
28 წლის ვესლი სნეიდერმა "გალათასარაისთან" 3,5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ეს იანვრის სატრანსფერო ფანჯრის ჯერჯერობით ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერია.

თურქეთის ჩემპიონმა "ინტერს" 7,5 მილიონი ევრო გადაუხადა სნეიდერში. ამ სეზონში სნეიდერი 2 მილიონ ევროს მიიღებს, დანარჩენ სამში კი - სეზონში 3,2 მილიონს.

პლუს ამას, მან უკვე მიიღო ეგრეთ წოდებული პადიომნი 3,9 მილიონი ევროს ოდენობით. ფათიჰ თერიმის გუნდში ყოველ გამოსვლაზე ჰოლანდიელი 25 ათას ევროს მიიღებს.

თუ სნეიდერი 100 თამაშის გამართვას მოასწრებს 3,5 წელში, დამატებით 2 მილიონი ევრო დაუგროვდება. 

ვესლი, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი ფეხბურთელია,
მაგრამ ეს არ ყოფილა მისი ერთადერთი ტალანტი – ვაჭრობის დიდებული ნიჭიც კი ჰქონია!

ასევე იხილეთ:
ვესლი სნეიდერი: რატომ "გალათასარაი"? ტიტულებისთვის ბრძოლა მსურს
მკითხველის კომენტარები / 1 /
> ვაჭრობის დიდებული ნიჭიც კი ჰქონია.

დასავლეთსშუ ფულის გადაყრა არ უყვარტ. შნაიდერის ფასი ალბათ მაგაზე მეტიცაა (ან მოლოდინია რომ მაგაზე მეტს მოიტანს). რატომ - იმიტომ რომ დასავლელი პროფესიონალიზმია.

ახლა ნუ იტყვით ქარტველ ფეხბურთელებს ვაჭრობის ნიჭი არ აქვთ-ო :)
კარგი იქნებოდა რომ მასე იყოს...
0

სიახლეები პოპულარული