იტალიელები ფრანგულ კლუბს აფრიკელი ნახევარმცველის სანაცვლოდ 14 მილიონ ევროს გადაუხდიან. 22 წლის შემტევი, კრეატიული შუახაზელი თითქოს თურქეთში გადადიოდა, "ფენერბაჰჩეში", მაგრამ ბოლოს ვითარება კარდინალურად მას მერე შეიცვალა, რაც "ინტერმა" დაინტერესება გამოთქვა.
ნიკოლინის თქმით, თურქები საჭირო ფინანსურ გარანტიებს ვერ იძლეოდნენ, რაც "ინტერის" შემთხვევაში პრობლემას არ წარმოადგენს.
"ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას 14 მილიონ ევროზე. "ფენერბაჰჩე" 8 მილიონზე მეტის გადახდას არ აპირებდა. ყოველ ფეხბურთელს თავისი ფასი აქვს და 8
იუნეს ბელჰანდა "მონპელიეს" საჩემპიონო კამპანიაში მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო. "ინტერს" კი შუა ხაზში ვესლი სნეიდერის შემცვლელი ესაჭიროებოდა.
ასევე იხილეთ:
აშენდა შენი ოჯახი!.. ვესლი სნეიდერმა უნდა დაიტრაბახოს, კონტრაქტი გავაფორმეო