ჯანლუიჯი ბუფონმა "იუვენტუსთან" კონტრაქტი 2015 წლამდე გააგრძელა

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" კარის დარაჯმა ჯანლუიჯი ბუფონმა კლუბთან ხელშეკრულება 2015 წლამდე გააგრძელა.

ბუფონი "ბებერი ქალბატონის" წევრი 2001 წლიდანაა. კონტრაქტის დასრულებამდე მას "იუვეს" რიგებში 14 სეზონის გამართვა გამოსდის.

“ბედნიერი ვარ, რომ კონტრაქტი გავახანგრძლივე. კლუბის მესვეურებთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, თანაგუნდელებთან კიდევ უკეთესი და ვერ ვხვდები, რატომ უნდა ვიფიქრო წასვლაზე... კარიერას “ვეკია სენიორაში” დავამთავრებ, ალბათ, ასე იქნება. რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, ეს ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია. ბოლო პერიოდში შემოთავაზება არ მიმიღია, მაგრამ რომც მიმეღო, აუცილებლად უარს ვიტყოდი”, - განაცხადა ჯიჯიმ ცერემონიალზე.

ასევე იხილეთ:
ანტონიო კონტე: მიხარია, რომ ჯანლუიჯი
ბუფონი "იუვენტუსში" რჩება [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
ააი კაცი ერთგული გუნდის ბოლომდეი
giga
23:19 24-01-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული