ანდრეა ანიელი: იმედი მაქვს, ჯიჯი ბუფონს "ოქროს ბურთს" უახლოეს ორ წელიწადში მისცემენ

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" პრეზიდენტი ანდრეა ანიელი მიიჩნევს, რომ მისი გუნდისა და იტალიის ნაკრების მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი ფეხბურთში შეტანილი წვლილისთვის "ოქროს ბურთს" იმსახურებს.

"ისტორიიდან ვიცით, რომ 1978-იდან 2007 წლამდე პერიოდში "ოქროს ბურთს" თითქმის მუდმივად იტალიის ჩემპიონატის კლუბების ფეხბურთელები იღებდნენ. ამ ოცდაათწლიანი პერიოდის შემდეგ კი ეს ჯილდო აგერ, უკვე ხუთი წელია, იტალიას გვერდს უვლის.

იმედი მაქვს, ჯიჯი შეძლებს ამ ტენდენციის მომავალ ორ წელიწადში დარღვევას.

თუ იმ ფაქტს გავითვალისწინებთ, რომ მეკარეთაგან მხოლოდ ლევ იაშინს მიაკუთვნეს "ოქროს ბურთი", ვფიქრობ, რომ სამართლიანი იქნება ამ ჯილდოს ბუფონისთვის
მიცემა იმ დამსახურებისთვის, რომელიც მას "იუვენტუსისა" და მთლიანად, მსოფლიო ფეხბურთის წინაშე მიუძღვის",
- თქვა ანიელიმ.

ასევე იხილეთ:

ჯანლუიჯი ბუფონმა "იუვენტუსთან" კონტრაქტი 2015 წლამდე გააგრძელა
ანტონიო კონტე: მიხარია, რომ ჯანლუიჯი ბუფონი "იუვენტუსში" რჩება [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული