ალეგრი: ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა გავუშვათ"მილანიდან" აბატე და ანტონინი

AutoSharing Option
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა, რომ არ აპირებს მცველებთან: ინაციო აბატესა და ლუკა ანტონინისთან განშორებას.

26 წლის აბატეს გადაბირება პეტერბურგის "ზენიტს" სურს, 30 წლის ანონტინის კი მოსკოვის "სპარტაკს" უკავშირებენ.

"ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა გავუშვათ გუნდიდან აბატე და ანტონინი. ორივე ჩვენი დაცვითი ხაზის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია", - აღნიშნა ალეგრიმ სერია A-ს 22-ე ტურში "ატალანტასთან" გასამართი მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ასევე იხილეთ:
სერია A. XXII ტურის წინ: ანტონიო კონტეს ფორვარდები დაუბრუნდნენ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული