"მილანმა" "სიტის" მარიო ბალოტელის სანაცვლოდ 24 მლნ ევრო შესთავაზა

AutoSharing Option
როგორც ჩანს, "მილანის" ხელმძღვანელობა უარს მაინც არ ამბობს "მანჩესტერ სიტისა" და იტალიის ნაკრების თავდამსხმელის, მარიო ბალოტელის გადაბირების იდეაზე.

იტალიური ტელევიზიის ცნობით, "როსონერის" ბოსებმა ახალი წინადადებით მიმართეს ინგლისურ კლუბს: ბალოტელის სანაცვლოდ, "მილანი" ყაბულსაა, 24 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ამასთან, მილანელები თანახმანი არიან, თავად ფეხბურთელს წლიურად 5 მლნ ევრო უხადონ, საპრიზოებისა და ბონუსების გარეშე.

შეგახსენებთ, რომ მანამდე "მანჩესტერ სიტიმ" "მილანისგან" 20-მილიონიანი შეთავაზება უკვე მიიღო, თუმცა ამ ფასად "ქალაქელებმა" მარიოს გაშვება არ მოინდომეს.

ასევე იხილეთ:
რობერტო მანჩინი: "სიტიში" ხალხი არ კმარა
20-milion-evros-ikhdis.html" target="_blank">"მილანი" მარიო ბალოტელიში 20 მილიონ ევროს იხდის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული