იტალიური ტელევიზიის ცნობით, "როსონერის" ბოსებმა ახალი წინადადებით მიმართეს ინგლისურ კლუბს: ბალოტელის სანაცვლოდ, "მილანი" ყაბულსაა, 24 მილიონი ევრო გადაიხადოს.
ამასთან, მილანელები თანახმანი არიან, თავად ფეხბურთელს წლიურად 5 მლნ ევრო უხადონ, საპრიზოებისა და ბონუსების გარეშე.
შეგახსენებთ, რომ მანამდე "მანჩესტერ სიტიმ" "მილანისგან" 20-მილიონიანი შეთავაზება უკვე მიიღო, თუმცა ამ ფასად "ქალაქელებმა" მარიოს გაშვება არ მოინდომეს.
ასევე იხილეთ:
რობერტო მანჩინი: "სიტიში" ხალხი არ კმარა