ანტონიო კონტე: დამშვიდდით, "იუვენტუსს" უფრო ცუდი დროებაც ჰქონია

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ, სერია A-ს 23-ე ტურში "კიევოსთან" შეხვედრის წინ აღნიშნა, რომ გუნდს მის ხელში უფრო რთული პერიოდებიც ჰქონია.

შეგახსენებთ, რომ ტურინელებმა სერია A-ს ბოლო ოთხ მატჩში მხოლოდ 4 ქულას მოუყარეს თავი. ამასთან, ორი მატჩის ჯამში წააგეს დუელი რომის "ლაციოსთან" და გამოეთიშნენ იტალიის თასისთვის ბრძოლას.

"არ ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე რთული პერიოდია, რაც "იუვენტუსში" ვმუშაობ. შეხედეთ, ჩვენ კვლავაც პირველები ვართ სატურნირო ცხრილში.

კი ბატონო, გამოვვარდით იტალიის თასიდან, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ ძალზე ახლოს ვიყავით ფინალთან.

ამ ყველაფრის
გარდა, ჩვენ ჩემპიონთა ლიგაშიც გამოვდივართ. ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი რიგზეა!",
- თქვა კონტემ.

ასევე იხილეთ:
იტალია. სერია A. XXIII ტურის წინ: კალჩოს მარიო ბალოტელი უბრუნდება
იტალიის თასი: დრამატული ფინალით ფინალში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული