გამარჯვების მიუხედავად ვალტერი მაცარი "ნაპოლით" უკმაყოფილოა [VIDEO]

AutoSharing Option
"ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი ვალტერ მაცარი "კატანიასთან" (2:0) იტალიის ჩემპიონატის 23-ე ტურის მატჩში საკუთარი გუნდით უკმაყოფილო დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ ნეაპოლელებმა შეხვედრა მოიგეს.

"ტაბლოზე დაფიქსრიებული ანგარიშის მიუხედავად, მატჩის მიმართ დამოკიდებულებას მაინც ვერ შევიცვლი.

შედეგებს ისეთ შეუპოვარ ბრძოლებში ვაღწევთ, როგორიც "კატანიასთან" მატჩი იყო. არანაირად არ შეიძლება ყურადღების სხვა რამეზე გადატანა, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი შეხვედრა მნიშვნელოვანია.

მესამე გოლი უნდა გაგვეტანა. მოედნის საფარი კარგ მდგომარეობაში არ იყო, მაგრამ ამაზე ყურადღების გამახვილება არ ღირდა. თუ თანამედროვე ფეხბურთში მოგება გსურთ, მაშინ თქვენი თავდამხმელები გარდა
შეტევისა, დაცვაშიც უნდა მუშაობდნენ",
- თქვა მაცარიმ.

VideoSportall.Ge
ნაპოლი - კატანია 2:0


მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით


ასევე იხილეთ:
იტალია. სერია A. XXIII ტურის წინ: კალჩოს მარიო ბალოტელი უბრუნდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული