კრისტიან პანუჩი: "რომადან" დამიკავშირდნენ

AutoSharing Option
"რომას" ყოფილმა ფეხბურთელმა კრისტიან პანუჩიმ რუს ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ მას რომაული კლუბიდან შეეხმიანნენ.

მოგეხსენებათ, წინა ტურმა ზდენეკ ზემანის რომაული კარიერა შეიწირა. ახლა მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტურია:

"დიახ, "რომადან" დამიკავშირდნენ და მითხრეს, რას ვიტყოდი უკან დაბრუნებაზე. მეტი კონკრეტული არაფერი უთქვამთ. როცა კონკრეტული წინადადებით მომმართავენ, პასუხსაც მაშინ ვიტყვი", - განაცხადა პანუჩიმ, რომელიც ახლა ფაბიო კაპელოს შტაბშია, რუსეთის ეროვნულ ნაკრებში.

ვიტყვით იმასაც, რომ პანუჩის სერია "ა"-ს გუნდის გაწვრთნისთვის საჭირო ლიცენზია არა აქვს.

ასევე იხილეთ:
კრისტიან პანუჩი "პალერმოს" ჩაიბარებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული