მოგეხსენებათ, წინა ტურმა ზდენეკ ზემანის რომაული კარიერა შეიწირა. ახლა მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტურია:
"დიახ, "რომადან" დამიკავშირდნენ და მითხრეს, რას ვიტყოდი უკან დაბრუნებაზე. მეტი კონკრეტული არაფერი უთქვამთ. როცა კონკრეტული წინადადებით მომმართავენ, პასუხსაც მაშინ ვიტყვი", - განაცხადა პანუჩიმ, რომელიც ახლა ფაბიო კაპელოს შტაბშია, რუსეთის ეროვნულ ნაკრებში.
ვიტყვით იმასაც, რომ პანუჩის სერია "ა"-ს გუნდის გაწვრთნისთვის საჭირო ლიცენზია არა აქვს.
ასევე იხილეთ:
კრისტიან პანუჩი "პალერმოს" ჩაიბარებს