ლუის საა "ლაციოში" გადავიდა

AutoSharing Option
რომაული კლუბის ოფიციალურმა საიტმა უკვე დაადასტურა, რომ "ლაციომ" 34 წლის ფრანგი ფორვარდი ლუის საა აიყვანა.

საა თავისუფალი აგენტია, ამიტომ "ლაციოს" ევროც კი არ დაუხარჯია მასში. ფრანგმა სეზონის ბოლომდე გააფორმა კონტრაქტი და სავარაუდოდ, 500 ათას ევროს მიიღებს საერთო ჯამში.

ფორვარდის დამატება "ლაციოში" გერმანელი მიროსლავ კლოზეს ტრავმით არის გამოწვეული, რომელსაც მთელი თებერვალი და მარტი გაუცდება. ეს კი შანსია საასთვის, რომელიც "სანდერლენდიდან" წასვლის შემდეგ უმუშევარი იყო.

ასევე იხილეთ:
გერმანიის ნაკრები: გერმანიას კლოზეც გამოაკლდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული