ბოიან კრკიჩი შესაძლოა "მანჩესტერ სიტიში" გადავიდეს

AutoSharing Option
"მილანის" თავდამსხმელმა ბოიან კრკიჩმა, რომლის სატრანსფერო უფლებები "ბარსელონას" ეკუთვნის, შესაძლოა, კარიერა "მანჩესტერ სიტიში" გააგრძელოს. ამის შესახებ ინფორმაციას Football Italia ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "როსონერი" სეზონის ბოლოს არ აპირებს ესპანელის კონტრაქტის გამოსყიდვას, რომლის ფასი 14 მილიონი ევროა. 22 წლის ფორვარდით კი ამასობაში "სიტი" დაინტერესდა.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონი კრკიჩმა "რომაში" გაატარა. მიმდინარე სეზონის 15 შეხვედრაში ბოიანმა 3 გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული