ამ შეხვედრაში მე-2 გოლი (პირველი მირკო ვუჩინიჩის ანგარიშზეა) "იუვენტუსის" ფორვარდმა ალესანდრო მატრიმ გაიტანა. მატჩის შემდეგ მან აღიარა, რომ გოლი იმ ფეხით გაიტანა, რომელზეც იმ მომენტისთვის ბუცი არ ეცვა.
"ვიღაცამ უკნიდან ფეხი დამაბიჯა და ბუცი გამძვრა. ასე რომ, საგოლე დარტყმა უმისოდ შევასრულე. რაც მთავარია, ყველაფერი კარგად დასრულდა", - განაცხადა მატრიმ.
"ფიორენტინას" მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ აღი
"დღეს "იუვენტუსმა" დაამტკიცა თავისი უპირატესობა. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვიბრძოლეთ. მაგრამ მეტოქე ისე თამაშობდა, როგორც ევროპის ტოპ-კლუბს შეეფერება, გოლიც გაიტანა და თამაშსაც აკონტროლებდა. ჩვენ კი ზრდის შუაში ვიმყოფებით და ეს თამაში კარგ გაკვეთილად წაგვადგება".
Video
იუვენტუსი - ფიორენტინა 2:0
იუვენტუსი - ფიორენტინა 2:0
ასევე იხილეთ:
სერია A. XXIV ტურის წინ: იები ბებერი ქალბატონისთვის