რომაული ფრე "იუვენტუსის" სასარგებლოდ [VIDEO]

AutoSharing Option
სერია ა-ს 24-ე ტურში რომში "ლაციომ" "ნაპოლის" უმასპინძლა, "იუვენტუსის" მდევრების დაპირისპირება 1:1 დასრულდა, ასე რომ ორივე გუნდმა ქულები დაკარგა.

სერჯო ფლოკარიმ ჯერ კიდევ მე-11 წუთზე გახსნა ანგარიში, მაგრამ მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე ნეაპოლელმა უგო კამპანიარომ გაათანაბრა.

მატჩის შემდეგ მედიას გუნდების მწვრთნელები გაესაუბრნენ:

ვლადიმირ პეტკოვიჩი (ლაციო): "ჩემი ბიჭები შექებას იმსახურებენ, რადგან მათ მაღალი კლასის თამაში აჩვენეს. ჩვენ თვალსასეირო თამაშისთვის მოგებას ვიმსახურებდით, თუმცა "ნაპოლიც" იმსახურებს კომპლიმენტებს. "ლაციო" სწორ გზას ადგას და მალე ტოპ-კლუბი გახდება. დღეს არ გაგვიმართლა, გაგვიმართლებს მომავალში".

ვალტერ მაცარი
(ნაპოლი): "ცუდად დავიწყეთ, რაც ძირითადად იმით არის გამოწვეული, რომ კვირის შუაში ფეხბურთელები ეროვნულ ნაკრებებში თამაშობდნენ და "ლაციოსთან" მოსამზადებლად დრო არ გვქონდა. მთავარია, რომ კარგ შედეგს მივაღწიეთ ასეთ რთულ სტადიონზე, სადაც ყველას უჭირს
.

ასევე იხილეთ:
ალესანდრო მატრიმ აღიარა, რომ "ფიორენტინას" კარში გოლი უბუცოდ გაიტანა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული