დიეგო მილიტო: მინდა, კონტრაქტის ბოლომდე "ინტერში" დავრჩე

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" თავდამსხმელმა დიეგო მილიტომ აღნიშნა, რომ არ აპირებს ახლო მომავალში გუნდის დატოვებას და კლუბში დარჩენას კონტრაქტის ვადის ბოლომდე გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელის ხელშეკრულება "ინტერთან" 2014 წლის ზაფხულამდე მოქმედებს.

მიმდინარე სეზონში 33 წლის ფორვარდმა 22 მატჩი ჩაატარა, სადაც 9 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

"ყველაფერი მაკმაყოფილებს "ინტერში". ძალიან მინდა, კონტრაქტის ბოლომდე გუნდში დავრჩე. თუმცა ფეხბურთში შეიძლება ყველაფერი მოხდეს და ყველაფერი ხელმძღვანელობის ხელშია", - თქვა მილიტომ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული