"კალიარის" პრეზიდენტი მასიმო ჩელინო დაიჭირეს

AutoSharing Option
14 თებერვალს იტალიის პოლიციამ "კალიარის" პრეზიდენტი მასიმო ჩელინო დაიჭირა.

56 წლის ფუნქციონერი "ის არენას" მშენებლობის საქმეზე დააკავეს. მის გარდა, განყოფილებაში მიიყვანეს პროვინციის მერი და სამშენებლო კომისიის წევრი.

პოლიციის ცნობით, სამივე დაკავებული ქონების მიტაცებასა და სამართალდამცავების გაცურების მცდელობაშია ბრალდებული.

შეგახსენებთ, რომ "კალიარი" ახალი სეზონიდან "ის არენაზე" თამაშობს. ერთი-ორჯერ გუნდს შეექმნა პრობლემები საშინაო თამაშების ჩატარებისას, რადგან სტადიონს უსაფრთხოების სერთიფიკატი არ მისცეს.

Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
კალიარი-იუვენტუსი პარმაში გაიმართება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული