დიეგო სიმეონე: ადრე თუ გვიან "ინტერის" მწვრთნელი გავხდები

AutoSharing Option
იტალიური პრესის ინფორმაციით, მილანის "ინტერის" ხელმძღვანელობა ზაფხულში დიეგო სიმეონეს მიწვევას აპირებს.

"ნერაძურის" პრეზიდენტი მასიმო მორატი უკვე შეხვდა არგენტინელ სპეციალისტს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მადრიდის "ატლეტიკოს" ხელმძღვანელობა სულაც არ აპირებს, სიმეონე იოლად დათმოს. მისი მოღვაწეობით ყველა კმაყოფილია - "ატლეტიკო" მე-3 ადგილზე მყოფ "რეალს" 4 ქულით უსწრებს.

აი, რას ამბობს თავად დიეგო სიმეონე: "ადრე თუ გვიან მე აუცილებლად გავხდები მილანის "ინტერის" მწვრთნელი. "ინტერში" ძალიან ბევრი დადებითი მახსენდება, ისევე, როგორც "ატლეტიკოში". მადრიდში თავი კარგად წარმოვაჩინე, როგორც ფეხბურთელმა და ახლა მინდა, როგორც მწვრთნელი გამოვადგე
გუნდს. მერე კი ვნახოთ, რას მიმზადებს ბედი
".

ასევე იხილეთ:
დიეგო სიმეონე: ყველაფერს გავაკეთებ, რომ "ატლეტიკოს" ეს შემადგენლობა შევინარჩუნო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული