ტურინის "იუვენტუსმა" შესაძლოა ნიკლას ბენდტნერთან კონტრაქტი გაწყვიტოს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელმა ნიკლას ბენდტნერმა შესაძლოა გუნდი დატოვოს.

ფეხბურთელმა, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანის მართვის დროს დააკავეს, ინციდენტის შესახებ კლუბი საქმის კურსში არ ჩააყენა.

ახლო მომავალში დანიელი ფეხბურთელი "იუვენტუსის" გენერალურ დირექტორს შეხვდება და სიტუაციას განიხილავს.

მდგომარეობას კი ის ამძიმებს, რომ ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა ტურინელებმა ფეხბურთელს ნება დართეს, საზარდულის მკურნალობისთვის დანიაში გამგზავრებულიყო.

მომზადებულია sporten.dk-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული