ადრიანო გალიანი: ფრანჩესკო ტოტის ვულოცავ ამ მიღწევას, მაგრამ გული მწყდება...

AutoSharing Option
"მილანის" ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ "რომას" თავდამსხმელის, ფრანჩესკო ტოტის მიღწევაზე კომენტარი გააკეთა.

სერია A-ს ბოლო ტურში "ჯენოას" კარში გატანილი გოლის ავტორი იტალიის ჩემპიონატში გატანილი გოლების რაოდენობით გუნარ ნორდალს გაუტოლდა (225). რეკორდსმენი სილვიო პიოლაა, რომლის აქტივში 274 გოლია.

"ეჭვგარეშეა, რომ ტოტი უდიდესი ფეხბურთელია. ვულოცავ მას, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მისმა მიღწევამ სინანულიც მომგვარა.

გული მწყდება, რომ ანდრეი შევჩენკომ თავის დროზე გაშვება მოგვთხოვა. დარწმუნებული ვარ, მას შეეძლო სერია A-ს ყველა რეკორდის დამხობა",
- თქვა გალიანიმ.

აღსანიშნავია, რომ უკრაინელმა თავდამსხმელმა "მილანის" მაისურით ჩატარებულ სერია A-ს
226 მატჩში 127 გოლი გაიტანა.

ასევე იხილეთ:

ფრანჩესკო ტოტი: კარიერას მაშინ დავასრულებ, როცა სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი გავხდები
სერია A. XXVII ტური: ემოციები მოედნებზე და მოედნებს მიღმა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული