მასიმილიანო ალეგრი "შახტარის" მწვრთნელი ხდება?

AutoSharing Option
იტალიური პრესის ინფორმაციით, დონეცკის "შახტარი" მთავარი მწვრთნელის პოსტს "მილანის" ამჟამინდელ თავკაც მასიმილიანო ალეგრის შესთავაზებს.

უკრაინული გრანდი მზადაა, ალეგრის 4-წლიანი ხელშეკრულება და წელიწადში 6 მილიონი ევრო შესთავაზოს.

სხვათა შორის, "მილანში" ალეგრის ხელფასი ამას საგრძნობლად ჩამორჩება: 2,5 მილიონი ევრო წელიწადში.

რუმინელ მირჩა ლუჩესკუს ხელშეკრულება ზაფხულში ეწურება. მასთან ახალი კონტრაქტი რომ აღარ დაიდება, გადაწყვეტილია. "შახტარი" ერთპიროვნულად ლიდერობს უკრაინის ჩემპიონატს.

ასევე იხილეთ:
მასიმილიანო ალეგრი: "ბარსელონა" მსოფლიოში უძლიერესი გუნდია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული