ბალოტელი: ადამიანიური თვისებებით მანჩინის გამოვყოფ, ხოლო საფეხბურთო საკითხებში მოურინიოს

AutoSharing Option
"მილანის" თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი და მადრიდის "რეალის" თავკაცი ჟოზე მოურნიო ერთმანეთს შეადარა.

შეგახსენებთ, რომ ბალოტელი მოურინიოს ხელმძღვანელობით მილანის "ინტერში" თამაშობდა.

"ადამიანიური თვისებებით მანჩინის გამოვყოფ, ხოლო საფეხბურთო საკითხებში მოურინიოს.

მოურინიოსთან თავის დროზე ბევრი გვიკამათია, მაგრამ იყო მომენტები, როცა ვხალისობდით კიდეც.

თუმცა მისი ხელმძღვანელობით ბევრს ვმუშაობდით და ბოლომდე ვიხარჯებოდით, როგორც მას სურდა",
- თქვა ბალოტელიმ.

მომზადებულია Reuters-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბალოტელის რომ კაცი ფეხბურთზე დაელაპარაკება....:)
hunter
19:17 17-03-2013
0

სიახლეები პოპულარული