იტალიაში კოკისპირული წვიმების გამო სამპდორია-ინტერი გადაიდო

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის 29-ე ტურის ერთ–ერთი ცენტრალური მატჩი "სამპდორიასა" და "ინტერს" შორის, რომელიც კვირა საღამოს უნდა გამართულიყო, გადაიდო.

მატჩის გადადების მიზეზი ისაა, რომ გენუაში კოკისპირულად წვიმს. მას შემდეგ, რაც ამინდის პროგნოზის ბიუროში მატჩის ორგანიზატორებს აცნობეს, რომ გამოდარების ნაცვლად საღამოს კიდევ უფრო დიდი წვიმაა მოსალოდნელი, თამაშის ჩატარება გამოირიცხა.

"სამპდორია"-"ინტერი" 2 აპრილს, ადგილობრივი დროით 18:30-ზე გაიმართება.

ასევე იხილეთ:
სერია A. XXIX ტურის წინ: შესანიშნავი შვიდეული და მათი მეტოქეები


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული